ხშირად დასმული კითხვები
აქ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი თქვენს ზოგიერთ კითხვაზე
პირის ღრუს წყლულები
მტკივანი ადგილები, როგორც წესი, უვნებელია, მაგრამ საკმაოდ ხშირად ჩნდება. უმრავლესობას ეს პრობლემა აწუხებს წელიწადში 2-6 ჯერ საშუალო ხანგრძლივობით 4-დან 7 დღემდე. წყლულები შესაძლოა მტკივნეული იყოს და გაღიზიანდეს ჭამისას, დალევისას ან ლაპარაკის დროსაც კი. ანაფტინი® -ს პროდუქცია იცავს ტკივილისგან და ეხმარება განკურნებას.იმ შემთხვევაში, თუ უჩვეულოდ დიდი წყლული გაგიჩნდათ, იარა ფართოვდება ან გრძელდება 10 დღე ან უფრო მეტი ხანს, უნდა მიმართოთ ექიმს ან სტომატოლოგს.
ბრეკეტებს ლოყებზე ხახუნით შეუძლია პატარა წლულები გააჩინოს . შეიძლება თქვენმა ორთოდონტმა გამჭირვალე ცვილის დადება შეეძლოს ბრეკეტის იმ ადგილებზე, რომლებიც პრობლემას იწვევს. გარდა ამისა, დაზიანებული ადგილის ანაფტინი® გელით დამუშავება დაეხმარება განკურნების და უჯრედების რეგენერაციის პროცესს და შეამსუბუქებს ტკივილს.
დიახ, მართალია -აფთოზური სტომატიტისგან განკურნება არ არსებობს - წყლულები კიდევ და კიდევ ჩნდება სხვამხრივ ჯანმრთელ ადამიანებში. მაგრამ ტკივილის შესამცირებლად და შეხორცების დასაჩქარებლად არსებობს თერაპია. დამცავი აპკის შემქმნელ საშუალებებს, როგორებიცაა ანაფტინი® გელი და ანაფტინი® სპრეიშეუძლია დახმარება მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების დაფარვითა და ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას.
ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დახმარება გაგვიწიოს ჯანსაღი კვების ჩვევამ, საუკეთესო იქნება, თუ თავიდან აირიდებთ მჟავე და მწარე საკვებს , რომლებიც აღიზიანებს თქვენს პირის ღრუს.
ბავშვის კბილის ამოჭრა
თუ თქვენი ბავშვი გამუდმებით იდებს რამდენიმე თითს ან სათამაშოს პირში დასაღეჭად და ნერწყვის დენაც საგრძნობლად გაუძლიერდა, კბილმა შესაძლოა მალე ამოჭრას. ასევე, გაწითელებული და სავარაუდოდ შესიებული ღრძილიც შესაძლოა იყოს ინდიკატორი.
არ არსებობს დადგენლი უცვლელი წესი, თუ რა თანმიმდევრობით ამოუვა ბავშვს კბილები. თუმცა, ხშირად პირველი ცენტრალური საჭრელი კბილები ამოდის დაახლოებით 6-12 თვის ასაკში.
პლასტმასის რგოლზე კბენამ ან წინასწარ კარგად დაბანილი თითით ბავშვის ღრძილების მასაჟმა შესაძლოა შეამსუბუქოს დისკომფორტი. ამგვარადვე მუშაობს ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელის ნაზი სილიკონის ჯაგრისიც.
ბავშვებში უნდა მოვერიდოთ საანესთეზიო გელებისა და სითხეების გამოყენებას დოზის შესაძლო გადაჭარბების და სისტემური ტოქსიკური ეფექტის გამო. საანესთეზიო საშუალებები სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან და მისი დიდი რაოდენობით ან ხშირად გამოყენების შემთხვევაში ბავშვი ანესთეტიკის ჭარბ დოზას მიიღებს. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა FDA (საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამმართველო) აშშ-ში, რეკომენდაციას არ უწევენ მათ გამოყენებას კბილების ამოჭრის დროს. ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი არ შეიცავს ანალგეტიკებს, ანესთეტიკებსა თუ ალკოჰოლს, შეიცავს სპეციალურ ინგრედიენტებს, რომლებიც სწრაფად წარმოქმნიან დამცავ აპკს.
ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი ეხმარება სამი გზით: სპეციალურად შემუშავებული აპლიკატორი ნაზად ამასაჟებს ღრძილებს და ძლიერ წებოვანი, ბლანტი გელი აყალიბებს დამცავ გარსს, რომელიც იცავს გარეგანი გამღიზიანებლებისგან. დამცავი ფენის შიგნით ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი დამატებით ეხმარება მტკივან ადგილას სიწითლის შემცირებას.
ანაფტინის® პირის ღრუს წყლულის პროდუქცია
ანაფტინი® გელი და სპრეი ეხმარება ორი სხვადასხვა გზით: იცავს ტკივილისგან, ეხმარება მტკივანი ადგილის განკურნებას.