Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.

განსაკუთრებული პერიოდი ჩემი ბავშვისთვის

ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ აქვს ტკივილი, დანარჩენებისთვის კი კბილების ამოსვლა სტრესული და მტკივნეული პროცესია. ის შემაწუხებელია მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით თუ პირველი ბავშვია და მათ არ იციან რას ელოდონ, როგორ ამოიცნონ კბილის ამოჭრის ნიშნები და როგორ მოუხსნან პატარას დისკომფორტი.

ბავშვი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი რგოლით
ბავშვი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი რგოლით

ის სტრესულია მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ პირველი ბავშვია და არ იციან რას ელოდონ, როგორ ამოიცნონ კბილის ამოჭრის ნიშნები და როგორ მოუხსნან პატარას დისკომფორტი.

კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორც წესი, იკლებს ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად. პირველი საჭრელი კბილების ამოჭრის ნიშნები უფრო  თვალსაჩინოა.

ადრე კბილების ამოჭრას ბრალდებოდა ბავშვის სხვადასხვა ავადობა. ზოგ მშობელს დღემდე სჯერა, რომ კბილების ამოჭრა იწვევს სიცხეს, სურდოს, დიარეასა და  ღებინებას.

ზოგი ექიმიც სისტებურ სიმპტომებს კბილების ამოჭრას უკავშირებს, თუმცა ობსერვაციული კვლევები ბავშვების დიდ რაოდენობაზე არ ადასტურებს ამ კავშირს.

კვლევები გვიჩვენებს, რომ სიმპტომების უმეტესობა (სიცხე, პირღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა და ხველა) გამოწვეულია სხვა მიზეზებით, მაგ. ინფექციებით, რომლებიც ამ ასაკში საკმაოდ ხშირია და კბილების ამოჭრასთან ერთად გაჩნდა.

როგორც წესი,  სარძევე კბილების ამოჭრის პროცესი არ უნდა იყოს ასოცირებული ძლიერ ტკივილთან. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებს შესაძლოა შესიებული, გაღიზიანებული ღრძილებით გამოწვეული დისკომფორტი ქონდეთ  და მათ ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

ამ განსაკუთრებულ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს  მეტი

გართხილება

სიცხე არ არის აუცილებლად კბილების ამოსვლით გამოწვეული. რეალურად, ინფექციაც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ამიტომ თუ ჩივილი გაგრძელდება, რეკომენდებულია, მიმართოთ პედიატრს

იცოდით თუ არა?

კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომები მცირდება ბავშვის ზრდასთან ერთდ. ნიშნების უმრავლესობა აღინიშნება ძირითად საჭრელი კბილების ამოჭრისას. შემდგომი კბილების ამოჭრისას ბავშვები უფრო მშვიდები არიან.