როდის მივმართოთ პედიატრს
კბილების ამოსვლისას ღელვა არ არის საჭირო . თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზები, რისთვისაც უნდა მიმართოთ პედიატრს.
კბილების ამოჭრა არის პროცესი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი ბავშვი უფრო გაღიზიანებულია და ოდნავ აქვს მომატებული ტემპერატურა, დაეხმარეთ მას ტკივილისა და დისკომფორტის მოხსნაში.
სარძევე კბილების ამოჭრა ასოცირებულია ტემპერატურის მომატებასთან, თუმცა ცხელებასთან - არა. თუ ბავშვს ცხელება აქვს, მიზეზი შეიძლება სხვა იყოს, მაგ. ყურის ინფექცია ან სხვა დაავადება. ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ პედიატრს.
გართხილება
სიცხე არ არის აუცილებლად კბილების ამოსვლით გამოწვეული. რეალურად, ინფექციაც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ამიტომ თუ ჩივილი გაგრძელდება, რეკომენდებულია, მიმართოთ პედიატრს
იცოდით თუ არა?
ბავშვების კბილების ამოსვლა შეიძლება გაიწელოს 2 წელიწადზე მეტ ხანს.