სტომატიტის მკურნალობა
სტომატიტის სიმპტომების შემცირება - ეს ისაა, რაც შეწუხებულ ადამიანთა უმრავლესობას სურს.
დაზიანების სიხშირე და მასშტაბი განსაზღვრავს მკურნალობას. განმეორებად აფთოზს მკურნალობენ სხვადასხვა საშუალებებით. მათი უმრავლესობა მიმართულია ტკივილის მოხსნისკენ, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის შემცირებისა და შემდგომი ეპიზოდების პროფილაქტიკისკენ. პაციენტები ხშირად უჩივიან ძლიერ ტკივილს მაშინაც კი, როდესაც კლინიკური დათვალიერებით მხოლოდ და მხოლოდ 1-2 მმ დიამეტრის ზომის მცირე წყლული ვლინდება.
სტომატიტის მკურნალობის ერთ-ერთი გამართლებული მეთოდია ანაფტინი® -ს მსგავსი სამედიცინო დანიშნულების საშუალებები .
ასეთი საშუალებები ხშირად დაზიანების მფარავ დამცავ ნივთიერებებს შეიცავს ტკივილის შესამცირებლად.
შესაძლებელია პირის ღრუს წყლულების სახლში მკურნალობა, თუმცა ფარმაცევტმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მიმართოთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ:
- პირის ღრუს წყლული გაგრძელდა სამი კვირა
- პირის ღრუს წყლულების განვითარება გრძელდება
- პირის ღრუს წყლული უფრო მტკივნეული ან მეტად წითლდება
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს წყლულის ტკივილი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში იკლებს და იარაც მკურნალობის გარეშე იკურნება, არსებობს საკმაო მიზეზები იმისა, რომ განკურნების პროცესს დავეხმაროთ:
- ტკივილისა და დისკომფორტის შემცირება პაციენტს თავს უკეთ აგრძნობინებს.
- წყლულის დაფარვა ხელს უწყობს განკურნებას და უჯრედების რეგენერაციას
- ასევე იცავს დასნებოვნებულ ადგილს ინფექციისგან
მართალია, არ არსებობს პირის ღრუს წყლულებისაგან სამუდამოდ განკურნების საშუალება და ხშირად ისინი ხელახლა ვითარდება, მაგრამ შესაძლებელია მათი ზეგავლენის შემცირება პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით და ასევე:
- პირის ღრუს გამაღიზიანებელი საკვებისგან თავის არიდებით, მათ შორის - მჟავე ან ცხელი/ცხარე კერძებისგან
- საწრუპით დალევით
- ჭამის შემდეგ კბილების რბილი ჯაგრისით გამოხეხვით
ტკივილის გაყუჩების ძალიან სწრაფი მეთოდია წყლულის დაფარვა დამცავი გარსით: ანაფტინის® ფენა დაფარავს წლულზე მოშიშვლებულ ნერვულ დაბოლოებებს (აფთებს) შემდგომი გაღიზიანებისგან.
საუკეთესი შედეგის მისაღებად არ მიიღოთ საკვები ან სასმელი დატანის შემდეგ 1 საათის განმავლობაში .
ტკივილისგან დაცვის გარდა, დაზიანების მკურნალობისას ანაფტინის® ინგრედიენტები ( მაგ. ალოე ვერა და ჰიალურონის მჟავა) ეხმარება პირის ღრუს იარების განკურნებას.
პირის ღრუს წყლული შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს, თუმცა, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას, ვინაიდან 7-14 დღეში თავად გაივლის .
იშვიათად პირის ღრუს წყლული შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს ბაქტერიით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ მომატებული ტკივილი ან სიწითლე, ან თავი ცუდად იგრძნოთ და ამას სიცხეც ახლდეს. მეორადი ბაქტერიული ინფექცია იშვიათია, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს ანტიბიოტიკით მკურნალობა და რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
პირის ღრუს ყველა წყლული აფთოზური არაა. ზოგიერთ შეთხვევაში ისინი შეიძლება მიანიშნებდეს გარკვეულ დაავადებებზე. პირის სიმსივნეც კი შეიძლება დაიწყოს უჩვეულო წყლულით, რომელიც არ იკურნება. პირის ღრუს წყლულის შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს თუკი თქვენ გაქვთ:
- პირის ღრუს წყლული გაგრძელდა სამი კვირა
- პირის ღრუს წყლულების განვითარება გრძელდება
- პირის ღრუს წყლული უფრო მტკივნეული ან წითელი ხდება
- უჩვეულოდ დიდი იარა
- გრძელდება 3 კვირაზე მეტ ხანს
- აუტანელი ტკივილი მიუხედავად იმისა, რომ თავს არიდებთ მაპროვოცირებელ საკვებს და იღებთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელს
- გაქვთ მაღალი სიცხე პირის ღრუს წყლულების განვითარებასთნ ერთად.
იცოდით თუ არა?
სტომატიტის მკურნალობა ძირითადად მიმართულია ტკივილისა და განკურნების დროის შემცირებაზე.
ანაფტინის® პირის ღრუს წყლულის პროდუქცია
ანაფტინი® გელი და სპრეი ეხმარება ორი სხვადასხვა გზით: იცავს ტკივილისგან, ეხმარება მტკივანი ადგილის განკურნებას.