სტომატიტი
სტომატიტი წყლულებია, რომლებიც პირის ღუში ჩნდება, ხშირ შემთხვევაში, ლოყების შიდა მხარეს ან ენის გარშემო.
სტომატიტი მტკივნეულია. განსაკუთრეებით ჭამის, სმის, კბილების გახეხვისა და ლაპარაკის დროს. შესაძლოა მთელი გულისყური მისკენ გქონდეთ მიპყრობილი და ხელი გეშლებოდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ანაფტინი® გელი და ანაფტინი® სპრეი, შეუძლია მტკივანი ადგილის იზოლირება დამცავი აპკით, რითაც ეხმარება ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებას.
უკანასკნელ ხანს ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით (GfK Health 2014: Mouth Ulcer – Ad Hoc Prelaunch Study. Anaftin® Concept Testing. May - June 2014), პირის ღრუს წყლულების მქონეთა უმრავლესობას ის უვითრდება წელიწადში 2-6 ჯერ და უგრძელდება საშუალოდ 4-7 დღე. ასე, რომ პირის ღრუს წყლულები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. თუ პირის ღრუს წყლულები უფრო ხშირად ან 10 დღეზე ხანგძლივად გაწუხებთ გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ამოფენს მთელ ღრუს. მას გააჩნია რამდენიმე ფუნქცია, როგორიცაა დაცვა, შეგრძნება, სეკრეცია. ის ადაპტირებულია პირის ღრუს უნიკალურ გარემოსთან.
აფთები
აფთოზური სტომატიტი წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პატარა წყლულებს, რომელიც შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც გაუჩნდეს. ისინი შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს და ხელს უშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.
ჩვეულებრივ, აფთები აღინიშნება 7-14 დღის განმავლობაში და პაციენტების ნახევარში ხელახლა ვითარდება ყოველ 3 თვეში.
პირის ღრუს მცირე დაზიანებები
პირის ღრუს მცირე დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს შემთხვევით კბენით, ან სხვა ბასრი ობიექტებით (ბრეკეტებითა და სხვა კბილების მარეგულირებელი მოწყობილობებით, გატეხილი კბილითა და ორთოდონტული ჩარევით)
სტომატიტის მკურნალობა
სტომატიტის დროს გამოიყენება ანაფტინი®-ს მსგავსი სამედიცინო დანიშნულების საშუალებები, რომლებიც დაზიანების მფარავ დამცავ ნივთიერებებს შეიცავს ტკივილის შესამცირებლად.
სტომატიტისა და პირის ღრუს დაზიანებების მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებს შეიძლება აწუხებდეს სტომატიტი და ცუდად მორგებული ბრეკეტებით გამოწვეული პირის ღრუს დაზიანებები.
იცოდით თუ არა?
ანაფტინის® პროდუქცია ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს დაზიანებული ადგილების დაფარვით.
ანაფტინის® პირის ღრუს წყლულის პროდუქცია
ანაფტინი® გელი და სპრეი ეხმარება ორი სხვადასხვა გზით: იცავს ტკივილისგან, ეხმარება მტკივანი ადგილის განკურნებას.