პირის ღრუს მცირე დაზიანებები
პირის ღრუს მცირე დაზიანებებს შესაძლოა მრავალი გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს.
პირის ღრუს წყლულის კიდევ ერთი სახეა მცირე დაზიანებები. ისინი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემთხვევით კბენით, თუმცა, უფრო ხშირად დაკავშირებულია ბრეკეტებით ან სხვა კბილის მარეგულირებელი მოწყობილობითა და პროთეზით გამოწვეულ მცირე ტრამვებთან.
ბრეკეტებს წყლულების გამოწვევაც შეუძლია პირის ღრუში ღრძილებისა და ლოყების გახეხვით. მაგალითად, პირის წინა ნაწილში, სადაც ის ლორწოვან გარსს ფხაჭნის. ასეთ შემთხევაში პრობლემის გამომწვევი ბრეკეტის ნაწილზე დასაფარად სტომატოლოგს ან ორთოდონტს შეუძლია მოგცეთ გამჭვირვალე ცვილი. დაზიანებული ადგილის ანაფტინით დამუშავება დაეხმარება განკურნებას, მოხსნის ტკივილს და დაიცავს მას ინფექციისგან.
საკმაოდ ხშირია არასწორად მორგებული პროთეზებით გამოწვეული პირის ლორწოვანი გარსის მწვავე და ქრონიკულ პრობლემები. ტრავმული წყლულები ხშირად კბილების ახალი პროთეზების დაყენებისას ჩნდება. წყლულები ჩნდება ღრძილზე, როდესაც პროთეზი ღრძილების ხეხვას იწყებს, ამას მოსდევს ქსოვილის დაზიანება და ლორწოვანის შესიება, რასაც თან სდევს ტკივილი. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია პროთეზის ტარება შეუძლებელი გახდეს. ანაფტინის® თხელი ფენა ეხმარება დაზიანებული ქსოვილის შეხორცებას და რეგენერაციას, ამსუბუქებს ტკივილს და იცავს დაზიანებულ არეს ინფექციისგან.
გატეხილი კბილი ან დაზიანებული პროთეზი, ორთოდონტული ჩარევით ან ბასრი საგნით მიყენებული ტრავმა შეიძლება გახდეს პირის ღრუს წყლულების გამომწვევი მიზეზი.
ანაფტინის® პირის ღრუს წყლულის პროდუქცია
ანაფტინი® გელი და სპრეი ეხმარება ორი სხვადასხვა გზით: იცავს ტკივილისგან, ეხმარება მტკივანი ადგილის განკურნებას.