როგორ გამოვიყენოთ ანაფტინის® პროდუქცია
ანაფტინი® გეხმარებათ პირის ღრუს მცირე დაზიანებების განკურნებაში. თუ გაწუხებთ სტომატიტი, ან ბრეკეტებითა და ცუდად მორგებული პროთეზით გამოწვეული პირის ღრუს დაზიანებები, ანაფტინს® შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და განკურნების პროცესის ხელშეწყობა.
როგორ გამოვიყენოთ ანაფტინი® გელი
• გამოიყენეთ გელის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებული ადგილის სრულად დაფარვისათვის, მოერიდეთ აპლიკატორთან პირდაპირ კონტაქტს.
• თუ დაზიანებული ადგილი ძნელი მისადგომია, უკეთესია გამოიყენოთ ანაფტინის სპრეი.
• მოერიდეთ წამლით დამუშავებული ადგილის ენით შეხებას მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, რათა გელმა შეძლოს დამცავი ფენის შექმნა და მაქსიმალურად მეტი გელი დარჩეს მტკივან ადგილზე.
• დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ.
• გამოიყენეთ წამალი დღეში 3-4 ჯერ ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირად
• საუკეთესო შედეგისათვის მოერიდეთ ჭამასა და დალევას ანაფტინის® მოხმარებიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ან ხელახლა გამოიყენეთ ჭამისა და დალევის შემდეგ.
როგორ გამოვიყენოთ ანაფტინი® სპრეი
• პირველ გამოყენებამდე პროდუქტს მოხსენით თავსახური და, დამცავი აპკის მოშორების შემდეგ, მიამაგრეთ აპლიკატორი.
• მიმართეთ აპლიკატორი პირის ღრუს დაზიანებისკენ და შეაშხურეთ 3-ჯერ ან მეტჯერ - საჭიროების მიხედვით.
• გრძელი აპლიკატორი საშუალებას იძლევა პროდუქტმა ეფექტიანად მიაღწიოს პირის ღრუს უკანა ნაწილში არსებულ დაზიანებებამდე.
• გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტჯერ.
• საუკეთესო შედეგის მისაღებად მოერიდეთ ჭამასა და სმას ანაფტინის® მოხმარებიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, ან ხელახლა გამოიყენეთ ჭამის ან დალევის შემდეგ.