ჩემი ბავშვის პირველი კბილები - როგორ შემიძლია დავეხმარო
როგორც იქნა გამოჩნდა: თქვენი ბავშვის პირველი კბილები.
ზოგი ბავშვი უკვე კბილებით იბადება. ზოგს კბილების ამოჭრა 4 თვის ასაკამდე ეწყება, ზოგს კი - 12 თვის შემდეგ. თუმცაა ჩვილების უმეტესობას კბილების ამოსვლა დაახლოებით 6 თვის ასაკში ეწყება.
თუმცა, სიხარული შესაძლოა დაჩრდილოს დამთრგუნველმა სიმპტომებმა. ბავშვი შესაძლოა იყოს გაღიზიანებული და ჩვეულებრივზე უფრო მეტს ტიროდეს, გაუუარესდეს მადა, ასევე დაერღვას ძილი და გაუძლიერდეს ნერწყვდენა, დაიწყოს რაღაცეების ღეჭვა.
კბილების ამოჭრას ასევე შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მცირე მატება.
ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი სპეციალურად შემუშავებულია ბავშვებში კბილების ამოსვლით გამოწვეული დისკომფორტის და ტკივილის შესამცირებლად. იგი ეხმარება ბავშვის კბილების ამოსვლას და ეფექტურად ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს უხილავი გარსის წარმოქმნის გზით. ეს გარსი ქსოვილების აღდგენისათვის იდეალურად ნოტიო გარემოს უზრუნველყოფს.
დაეხმარეთ თქვენ ბავშვს კბილების ამოსვლისას ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი
კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ფაქტები
თქვენს ბავშვს კბილები სანამ დაიბადებოდა იქამდეც ჰქონდა. ისინი უბრალოდ ყბაში იყო ჩამალული. დაახლოებით 4-დან 6 თვის ასაკამდე, კბილების ეს პაწაწინა ჩანასახები ვითარდება (ყალიბდება), როგორც სარძევე კბილები. ღრძილების ქვეშ, რომელიც ჯერ კიდევ იცავს მათ.
განსაკუთრებული პერიოდი ჩემი ბავშვისთვის
ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ აქვს ტკივილი, დანარჩენებისთვის კი კბილების ამოსვლა სტრესული და მტკივნეული პროცესია. ის შემაწუხებელია მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით თუ პირველი ბავშვია და მათ არ იციან რას ელოდონ, როგორ ამოიცნონ კბილის ამოჭრის ნიშნები და როგორ მოუხსნან პატარას დისკომფორტი.
ბავშვისთვის ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქება
არსებობს მრავალი ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური დანიშნულების საშუალება თქვენი ბავშვისთვის კბილების ამოჭრით გამოწვეული ტკივილისა და დისკომფორტის შესამსუბუქებლად.
შემოგარსვა თუ ტკივილგამაყუჩებელი?
ხელმისაწვდომია ადგილობრივი გამოყენების გელები და სითხეები, რომლებიც შეიცავს საანესთეზიო საშუალებებს და ანალგეტიკებს. თუმცა, მათი გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
როდის მივმართოთ პედიატრს
თუ ბავშვს აუწევს ტემპერატურა, შეიძლება სხვა მიზეზები არსებობდეს, ამიტომ უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი
ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი არის ბიო-წებოვანი ორალური გელი. ის სწრაფად აყალიბებს უხილავ გარს, რომელიც იცავს ღრძილებს დისკომფორტისა და ტკივილისგან. მისი ბუნებრივი ინგრედიენტები ეხმარება ტკივილის და სიწითლის შემცირებას მტკივან ადგილებში.
გართხილება
სიცხე არ არის აუცილებლად კბილების ამოსვლით გამოწვეული. რეალურად, ინფექციაც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ამიტომ თუ ჩივილი გაგრძელდება, რეკომენდებულია, მიმართოთ პედიატრს
იცოდით თუ არა?
ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი ქმნის სპეციალურ გარემოს დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად.